(რეზონანსი) გუშინ არგენტინის ქალაქ როსარიოში „ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, 30 წლის ლეონელ მესისა და 29 წლის ანტონელა როკუცოს ქორწილი გაიმართა.
ქორწილში 250-მდე სტუმარი იყო მიწვეული.მათ შორის ლეონელისა და ანტონელას ნათესავების გარდა, იყვნენ ფეხბურთელის ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები:
ლუის სუარესი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, გონსალო იგუაინი, სერხიო აგუერო და სხვები.
ქორწილის უსაფრთხოებაზე 350 პოლიციელი და დაცვის კერძო კომპანია ზრუნავდა, მის გაშუქებაზე კი 150 ჟურნალისტი მუშაობდა.
მესიმ სტუმრებს საჩუქრებისგან თავის შეკავება სთხოვა და სანაცვლოდ თანხის მის საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხვა შესთავაზა, რომელიც ბავშვთა ჯანდაცვასა და განათლებაზე ზრუნავს.
ლეონელი და ანტონელა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ამჟამად წყვილს ორი ვაჟი - 4 წლის ტაიგო და ერთი წლის მატეო ჰყავს.