რეზონანსი
01.07.2017

 (რეზონანსი) უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია, ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს.

ხანძრის ჩაქრობის პროცესში 100-ზე მეტი მეხანძრე და სამაშველო სამსახურის სახმელეთო და საჰაერო ძალები იყო ჩართული.

ცეცხლი ლუბიანსკის ტყეში, დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს, 29 ივნისს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე გაჩნდა, 30 ივნისის დილას კი ტყის მასივის 25 ჰექტარი განადგურებული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×