რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) უკრაინაში, ხერსონის ოლქში ორი რუსი მესაზღვრე დააკავეს,რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ. ამის შესახებ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი, ვიქტორ ნაზარენკო „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს და დაკავებულების ფოტოებსაც აქვეყნებს.

მესაზღვრეები პერეკოპის ყურის სანაპიროსკენ ნავით მიცურავდნენ. დაკითხვაზე მათ განაცხადეს, რომ ყირიმში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში, საზღვრის დამრღვევის როლს ასრულებდნენ, მაგრამ გზა აებნათ და დაიკარგნენ. დაკავებისას მათ დოკუმენტები არ აღმოაჩნდათ.

ნაზარენკოს ინფორმაციით, დაკავებულებმა აღიარეს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტში მსახურობენ.უკრაინულმა მხარემ მომხდარის შესახებ მოსკოვი საქმის კურსში უკვე ჩააყენა, თუმცა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×