რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) გერმანიის პარლამენტმა ერთსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა. შესაბამისი კანონი ბუნდესტაგმა 393 ხმით მიიღო, წინააღმდეგი კი 226 დეპუტატი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle" ავრცელებს.

ანგელა მერკელმა ხმა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ მისცა. კანცლერმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ქორწინებად ის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს აღიარებს.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა, რომელიც მანამდე ერთსქესიანთა ქორწინებების სრულუფლებიან აღიარებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც გერმანიის კანცლერმა 26 ივნისს განაცხადა, რომ მისი ფრაქციის დეპუტატებმა, ამ საკითხზე კენჭისყრის დროს, საკუთარი სინდისით უნდა იხელმძღვანელონ და არა პარტიული პოზიციით.

გერმანიაში ერთსქესიანთა ქორწინება 2001 წლიდან ნებადართულია. თუმცა,აქამდე ჰომოსექსუალ წყვილებს მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმების უფლება ჰქონდათ.ახალი კანონი მათ ბავშვების შვილად აყვანის უფლებასაც აძლევს.

ახლა კანონპროექტი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ,ბუნდესტაგმა უნდა მოიწონოს.2001 წლის შემდეგ, გერმანიაში დაახლოებით 34 ათასი ერთსქესიანთა ქორწინება გაფორმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×