(რეზონანსი) „ყავაში მეორე ნივთიერება არის ალკალოიდი-თეობრომინი,რომელიც მოქმედებას იწყებს 20 წუთში და აქვს კოფეინის უკუმოქმედება" , - ამის შესახებ ყავის ექსპერტმა, ბარისტა გარი არუთინოვმა „რუსთავი 2"-ეთერში ისაუბრა.
გარი არუთინოვის თქმით, კოფეინი, რომელსაც ყავა მცირე რაოდენობით შეიცავს, სტიმულატორია, თუმცა ყავის მარცვალში კოფეინზე მეტი კონცენტრაციით თეობრომინია, რომელიც ორგანიზმის მოდუნებას იწვევს. ხსნად ყავაში კი ძირითადად მხოლოდ თეობრომინია.
„კოფეინი მოქმედებას იწყებს ყავის მიღებიდან დაახლოებით 3 წუთის შემდეგ და აგრძელებს მოქმედებას 20 წუთის განმავლობაში. ხსნადი ყავა არის ყველაზე უხარისხო და ფაქტობრივად აღარ აქვს კოფეინი.ამიტომ უმჯობესია ყავის მარცვლების შეძენა,რომელსაც თვითონ დაფქვავთ" , - განაცხადა ყავის ექსპერტმა.
ბარისტამ „რუსთავი 2"-ის დილის ეთერში ყავის სამკურნალო თვისებებზეც ისაუბრა: „ყავა არის სტიმულატორი, ასევე პროფილაქტიკის საშუალება ალცჰეიმერის და პარკინსონისთვის. ჩვენ ვმკურნალობთ და თან ვიღებთ სიამოვნებას".