რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. ინფორმაციას დევნილთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×