რეზონანსი
28.06.2017

(რეზონანსი) ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიევში ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი ქართველი მოკლეს. 27 წლის ბექა წაწკრიალაშვილის ცხედარი მის ბინაში აღმოაჩინეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

სამართალდამცველებმა ბინაში კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები აღმოაჩინეს. მკვლელობაში 60 წლის კაცია ეჭვმიტანილი, რომელთან ერთადაც ბექა, ბოლოს, 26 ივნისს ნახეს.

კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ დაკეტა ეჭვმიტანილმა მოკლულის ბინის კარი. პოლიცია ვარაუდობს, რომ წაწკრიალაშვილის ბინიდან მკვლელმა ფული წაიღო. ცნობილია ისიც, რომ 25 ივნისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს, რომელიც წაწკრიალაშვილის მეგობრის ძმა იყო. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×