რეზონანსი
27.06.2017

 (რეზონანსი) რუსულ და უკრაინულ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებების სერვერებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ერთდროულად გადაიტვირთა შვილობილი კომპანიების სერვერებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და სახელმწიფო უწყებები ავრცელებენ.

„როსნეფტის" სერვერებზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში იუწყება.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმისას ვირუსი "WannaCry" გამოიყენეს.

"როსნეფტში" შემავალი რამდენიმე კომპანიის სისტემა ერთდროულად გადაიტვირთა, რის შემდეგაც გამოჩნდა წარწერა, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელები გამოსასყიდს ითხოვდნენ.

ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა უკრაინულ კომპანიებზე, ბანკებზე, აეროპორტზე და მინისტრთა კაბინეტზეც.

ჰაკერების სამიზნეში მოხვდა ბორისპოლის აეროპორტიც. აეროპორტის საინფორმაციო სისტემა პარალიზებულია. არ მუშაობს ვებგვერდი, გათიშულია საინფორმაციო დაფა. პარალიზებულია რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდებიც, მათ შორის 24 -ე არხის, "კორესპონდენტის", რადიო "ლუკსის" და რადიო "მაქსიმუმის" ვებგვერდები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×