რეზონანსი
27.06.2017

 (რეზონანსი) დეკანოზის საქმის მოწმე, ირაკლი მამალაძე "რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის და ამავე არხის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის დაკითხვას ითხოვს. მისი თქმით, სანამ

აღნიშნულ პიროვნებებს არ დაკითხავენ, მანამ ქვეყანაში არ დაბრუნდება.

ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძისა და რუსთავი 2 ის დამფუძვნებლების, ძმები ყარამანიშვილიების კავშირების შესახებაც საუბრობს და ამბობს რომ მასზე ნეგატიური სიუჟეტი სწორედ "რუსთავი 2"-ის მფლობელებმა დაუკვეთეს.

"არხის ჟურნალისტებთან ერთად უნდა დაიკითხოს ირაკლი ფირცხალავაც და გავიგოთ ერთი, რატომ მომზადაა ჩემზე ამაზრზენი სიუჟეტი, რომლის მიზანიც ჩემზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენა იყო. ვიდრე პროკურატურა ამ პირებს არ დაკითხავს ქვეყანაში დაბრუნებას არ ვაპირებ"- განაცხადა მამალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×