რეზონანსი
27.06.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ მამალაძეს სასულიერო პირები "მატროსოვის" დაწესებულებაში შეხვდნენ. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ეს არის მისი პირადული. რაღაც დაგვაბარა პატრიარქთან და სურს, რომ გადავცეთ. წერილი არ გაუმოუტანებია ჩვენ არაფრის წაღების უფლება არ გვაქვს. ითხოვს ლოცვა-კურთხევას პატრიარქისგან", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ უწმინდესმა არქიმანდრიტ დავითსა (ჭინჭარაული) და მამა კახაბერს (გოგოტიშვილი) ბრალდებულ დეკანოზის მონახულება დაავალა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×