რეზონანსი
27.06.2017

(რეზონანსი) სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს" იურისტმა და აქციონერებმა პროკურატურას მიმართეს, ისინი მომხდარი ხანძრის გამო, სააქციო საზოგადოების დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.

ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, „ბავშვთა სამყაროსთვის" მიყენებული ზიანის ოდენობა 19 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სააქციო საზოგადოების წევრებმა ადრეც მიმართეს მთავარ პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ პროკურატურაში უპასუხეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე სააქციო საზოგადებას, რომელსაც 19 მილიონის ზიანი მიადგა დაზარალებულად ვერ ცნობენ.

„ეს გაუგებარი ქმედებაა, რომელიც პროკურატურისგან იყო მოულოდნელი. ამ პასუხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ 95 კაცისგან შემდეგარი სააქციო საზოგადოება რომელსაც მთლიანად გაუნადგურდა ქონება, არ ყოფილა დაზარალებული. აქციონერების სრული შემადგენლობა მიმართავს მთავარ პროკურორს მოახდინოს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს" მიმართ გაურკვეველი მოქმედებების აღკვეთა და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფა", - აცხადებს ადვოკატი.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×