რეზონანსი
25.06.2017

 (რეზონანსი) „National Geographic"-ის რუსულენოვანმა ვერსიამ, საქართველოს შესახებ მომზადებულ მასალაში რუკა აფხაზეთის გარეშე დაბეჭდა. მასალაში საქართველოს შესახებ სტატია სათაურით „გამარჯობა, გენაცვალე" აპრილ-მაისის ნომერში დაიბეჭდა.

რუსული „National Geographic"-ის საიტზე საქართველოს რუკა საერთოდ არ ფიგურირებს და მხოლოდ ფოტოებია გადატანილი.თუმცა, ბეჭდურ ვერსიაში საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი. სტატია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ეძღვნება და მკითხველს მოგზაურობის შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდის.

ფაქტს გამოეხმაურა „National Geographic"-ის ქართულენოვანი ვერსიაც: „ჩვენთვის უცნობი იყო, რომ რუსი ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებოდნენ და ამზადებდნენ პუბლიკაციას. მომხდარის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს სათაო ოფისს ვაშინგტონში, ვთხოვეთ გამოეკვლია საკითხი და რეაგირება მოეხდინა აღნიშნულ ფაქტზე".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×