რეზონანსი
25.06.2017

 (რეზონანსი) ამერიკელმა და იტალიელმა მეცნიერებმა ხმელთაშუაზღვისპირელების კვების რაციონში აღმოაჩინეს მთავარი პროდუქტი, რომელიც თავის ტვინის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ „Annals of Clinical"-შია გამოქვეყნებული.

მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და სწავლის უნარებსაც აძლიერებს. კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში ზეითუნის ზეთი აფერხებს თავის ტვინში ანთებითი პროცესების განვითარებასაც.

მეცნიერებმა ცდები თაგვების ორ ჯგუფზე ჩაატარეს. პირველ ჯგუფს ზეითუნის ზეთით მდიდარი პროდუქტებით კვებავდნენ, ხოლო თაგვების მეორე ნაწილის კვების რაციონში ზეითუნის ზეთი არ შედიოდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ თაგვების თავის ტვინის მოქმედება, რომლებიც ზეითუნის ზეთს გამოიყენებდნენ, უკეთესი იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×