რეზონანსი
25.06.2017

 (რეზონანსი) პრინც ჰარის სამეფო ტიტულზე უარის თქმა და ჩვეულებრივი ცხოვრება სურდა. ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.პრინცი ამბობს, რომ ჯარში ყოფნისას მას საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, როდესაც იყო „უბრალოდ ჰარი".

პრინცის თქმით, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც სამეფო ტიტულზე უარის თქმა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო ბუკინგემის სასახლეში და იქ ეპოვა საკუთარი როლი, ეს როლი კი არმიაში მსახურობა აღმოჩნდა.

„ვგრძნობდი, რომ წასვლა მინდოდა, მაგრამ შემდეგ დავრჩი და საკუთარი თავის პოვნა გადავწყვიტე. არსებობს სამეფო ოჯახი, რომლებსაც ნამდვილად სურთ დედოფლობა ან მეფობა? მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა,ჩვენ მაინც ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს" , - განაცხადა პრინცმა.

32 წლის ჰარიმ არმიაში 10 წელი გაატარა, ორჯერ ავღანეთში მსახურობდა. 2007 წელს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ის იძულებული გახდა არმია მიეტოვებინა. არმიის დატოვების შემდეგ ჰარი ქველმოქმედებით არის დაკავებული. პრინცი აქტიურად ეხმარება დაჭრილ ვეტერანებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×