რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები პარლამენტის შენობას თავს დაესხნენ. შეტაკებისას 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც 30 ივლისს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე დამფუძნებელი კრება უნდა მოიწვიონ.

ნიკოლას მადუროს მოწინააღმდეგეებმა 13 ივნისს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის შენობა დაწვეს. დაახლოებით 80-მდე ადამიანი სასამართლოს თავს დაესხა და შენობა შიგნიდან დაწვა. ვენესუელას სასამართლო მხარდაჭერას უცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტის ყველა მოქმედებას. სასამართლომ კანონიერად ცნო მადუროს გადაწყვეტილება, ოპოზიციური წევრების უმრავლესობისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის დათხოვნის თაობაზე.

ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა,რომ შეცვალოს სახელმწიფო წყობა და 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა შექმნას.

დემონსტრაციები ქვეყანაში აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. პოლიციასთან შეტაკებებში 75-მდე ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×