რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 141 ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. სტიქიამ 40-მდე სახლი გაანადგურა. მთის ერთი ნაწილი, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 საათზე მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მსხვერპლთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შედეგად ნანგრევებიდან და მიწის საფარიდან მაშველებმა მხოლოდ სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

მეწყრის მიზეზი გადაუღებელი წვიმებია.დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×