რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) თბილისში ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი „Ice N Rolls" გამოჩნდა. ნაყინის ხვეულებს ქართული არომატებით დაამზადებენ. როგორც ახალი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა ჩუგოშვილი ამბობს, ნაყინის სითხეში ურევენ ხვანჭკარას, შემდეგ ეს სითხე იყინება დანადგარზე და ეხვევა. ბოლოს ზემოდან აყრიან ჩურჩხელის ანათალებს.

„შესაძლებელია ხვანჭკარასა და ჟელიბონის, შოკოლადისა და მიწისთხილის, ან სხვა ინგრედიენტების შერევა. სულ 40 განსხვავებული სახის ინგრედიენტი გვაქვს,საბოლოოდ ვიღებთ ყველაზე ქართული არომატის ნაყინს, რომელიც ალკოჰოლსაც შეიცავს" , - აცხადებს ნიკა ჩუგოშვილი.

ნაყინის როლი არის ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის თვალწინ და მომხმარებლის გემოვნებით შერჩეული ინგრედიენტებით, სპეციალურ დანადგარზე კეთდება. ხვანჭკარას ალკოჰოლური ნაყინის დაგემოვნება ჯერჯერობით მხოლოდ ისთ ფოინთშია შესაძლებელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×