რეზონანსი
22.06.2017

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის ბოლომდე, საქართველოს რეგიონებში წყლის ერთიანი გათანაბრებული ტარიფი დადგინდება.

მანამდე კი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით უნდა მიმართოს, რაც ამ წლის ბოლოსთვის იგეგმება.

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში კომისია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ტარიფის გადახედვას გეგმავს:

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" პრაქტიკულად, ერთადერთი მსხვილი კომპანიაა, რომლის ტარიფი ჯერ არ დადგენილა. რა თქმა უნდა, კომისია უახლოეს მომავალში აპირებს ამ ტარიფის გადახედვას, თუმცა ჯერჯერობით სატარიფო განაცხადი წარმოდგენილი არ არის," - განაცხადა ფანგანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×