რეზონანსი
22.06.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ მამალაძის სარჩელი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ თავად ქარჩავამ განაცხადა.

ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში, 9 ივნისს, დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შეიტანა. აღნიშნული სარჩელი ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, რომელშიც საპატრიარქოს იურისტი ამბობს, რომ დეკანოზის არალეგალური სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, მას გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ დეკანოზმა მამალაძემ 50 მილიონი ევროს გათეთრების და გრანტების მოპოვებისთვის ესპანეთში კომპანია დაარეგისტრირა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×