რეზონანსი
22.06.2017

 (რეზონანსი) ფინანსურმა პოლიციამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ცდილობდა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 2215 კვ.მ ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდეგ სხვა პირებზე რეალიზაციას.

ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 180 - ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×