(რეზონანსი) რუსეთი შეერთებულ შტატებს უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო დაწესებული სანქციების გაფართოვების შემთხვევაში, საპასუხო ზომებით ემუქრება.
კრემლის პრესმდივნმა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში აღმოსავლეთ უკრაინიდან გამოსვლამდე დარჩება, უადგილო და არასწორი უწოდა.
„სანქციებზე რეაგირების მთავარი პრინციპი მსგავსი ზომების მიღებაა" - ამბობს დიმიტრი პესკოვი.
შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოვებს.სანქციების ახალი სია 38 კერძო კომპანიას ეხება, მათ შორის არის კერძო სამხედრო ორგანიაზია „ვაგნერი", რომელიც რუსეთის ხელისუფლებისთვის ჰიბრიდული ომის წარმოების ერთგვარი ინსტრუმენტია.
სანქციები შეეხო ასევე რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბაიკერების ჯგუფს, „ღამის მგლებს" და მილიარდერ ევგენი პრიგოჟინის რესტორნების ქსელს, რომელსაც „პუტინის მზარეულს" უწოდებენ.
აშშ-ის ხელისუფლებამ, სანქციების სიას 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შემატა, რომელიც ამერიკული მხარის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან არის დაკავშირებული.აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებული სია ბოლოს 2016 წლის დეკემბერში გააფართოვა.