რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) პატრიარქის დავალებით, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერი ბრალდებულ დეკანოზს მოინახულებენ. სასულიერო პირები ციხეში სავარაუდოდ 27 ივნისს შევლენ.

მამა გიორგი მამალაძის ძმის განცხადებით, პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს.მისივე განცხადებით, დეკანოზის ოჯახმა სცადა ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა.

„დავით ჯინჭარაულმა თქვა, რომ ხვალ ზეგ შევალთ და ვაზარებთო, რათა არ გვეთქვა, რომ მამა გიორგი ოთხი თვეა ითხოვს ზიარებას.საუბარს გვაწყვეტინებდნენ მამა დავითი ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერი გოგოტიშვილი" , -აცხადებს მამალაძე.

მამა კახაბერის თქმით,ციხეში ზიარების გამო არ შედიან. მათ პატრიარქმა დეკანოზისთვის რაღაც ამბის გადაცემა დაავალა. არქიმანდრიტი დავითი კი დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის ბრალდებას უარყოფს.

„კითხვები არ მქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუბარი მამა გიორგის მონახულებას შეეხო, როდესაც ძმამ ზიარებაზე იკითხა, ვუთხარი, რომ პატრიარქმა მონახულება უკვე დაგვავალა" , - განაცხადა არქიმანდრიტმა.

ილია მეორეს მამა გიორგი მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ძმა და მშობლები შეხვდნენ. დაკავებული დეკანოზის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს რამდენიმე თვეა ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა ორი დღის წინ მიიღეს, თუმცა ამ შეხვედრას დაცვის მხარე ვერ დაესწრო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×