რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს. დაახლოებით, 1 თვეში გახდება შესაძლებელი იმის შეფასება, რამდენად მოსახერხებელია პეკინის ქუჩის ცალმხრივად გადაკეთება. იმ შემთხვევაში თუ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება, კოსტავა-შარტავას ქუჩების გაცალმხრივებაც საჭირო გახდება.

რამდენიმე დღეა პეკინის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება და სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×