რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მარიხუანის მოხმარებაზე უნდა იყოს ისეთი საჯარიმო სანქციები, რომლებიც მომხმარებელთა რაოდენობას კი არ გაზრდის, არამედ შეამცირებს.

„ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა სესიაზე. ასევე, საპირისპირო აზრები გუნდშიც იყო. თუმცა, მივედით შეთანხმებამდე, რომ საჯარიმო სანქციები იქნება შესაბამისი, რათა მივიღოთ რეგულაციები და არ დავაპატიმროთ მარიხუანას მომხმარებელი. ეს ყველაზე მნიშნელოვანია. ასევე, საჯარიმო სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ არათუ ხელი შეუწყოს ნარკომომხმარებელთა რიცხვის და კონკრეტულად მარიხუანას მომხმარებელთა გავრცელებას, არამედ მის შემცირებას",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×