რეზონანსი
20.06.2017

 (რეზონანსი) მარგველაშვილი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ მიიღოს „შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები". ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პარლამენტის თხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, უარით უპასუხა.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წევრებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, შესთავაზა უკეთესი კონსტიტუციის პროექტის ვერსია.

„ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს კონსტიტუციის უკეთესი ვერსია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×