რეზონანსი
19.06.2017

 ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მიწები უცხოელებზე არ გასხვისება პოპულისტურია და მას ეკონომიკური გათვლები არ სდევს.

"ადამიანი ჩამოდის და გეუბნება, რომ შენს მიწაზე, მას შეუძლია რამდენიმე ტონა მოსავლის მოყვანა და შენ მას უარს ეუბნები? მეორე მხარეს რა გაქვს? ქართველი უცოდინარი ფერმერი. შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართველ გლეხს, მაგრამ მან მოსავლის მოყვანა არ იცის. გადავყევით ამ ჭოპორტის პომიდორს და ორ ცალს ისხამს" - აცხადებს ჭყონია.

მისი თქმით, ახალგაზრდებს მხოლოდ თბილისში ცხოვრება უნდათ და არ გვყავს თაობა, რომელიც სოფელში მიწას დაამუშავებს: „ჩვენ გვინდა რომ ეს მიწა შევუნახოთ მომავალ თაობას და ეს მომავალი თაობა არ გვყავს მთელი უბედურება ამაშია. არ გვაყავს ის თაობა, რომელიც იტყვის რომ მომეცით 50 ჰექტარი და ამაზე მოვიყვან მოსავალს, მაშინ კი ბატონო არ მისცე სხვას და აჩუქე შენსას." 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×