რეზონანსი
19.06.2017

 (რეზონანსი) ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრისას დაღპულთა რაოდენობამ იმატა, ამ ეტაპზე გარდაცვლილია 79 ადამიანი, ზოგი მათგანის ამოცნობა ვერ ხერხდება.

პოლიცია ადასტურებს, რომ ბოლო საათებში იპოვეს კიდევ 5 ადამიანის ცხედარი, რომლებიც უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდა.

ლონოდნის ერთ-ერთ უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ხანძრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც აღმოჩნდა, კორპუსში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×