რეზონანსი
18.06.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ინფორმაციით, ახალი მონაცემებით, პორტუგალიის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა 62 ადამიანი იმსხვერპლა.

ტერიტორია, რომელზეც ხანძარია გავრცელებული ლისაბონიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ქვეყნის პრემიერის ანტონიო კოსტას განცხადებით, "მსგავსი ტრაგედია პორტუგალიას არ ახსოვს". მისი თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, ასევე არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც, რომელთაც ჯერჯერობით ვერ პოულობენ.

გავრცელებული ცნობით, პორტუგალიის მთავრობას ხანძრის ლოკალიზებაში დახმარება შესთავაზა გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა. მათ უკვე გააგზავნეს მეხანძრეები და სპეციალური ტექნიკა პორტუგალიის მიმართულებით.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძლიერი სიცხეა, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირდა. აქ ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×