რეზონანსი
18.06.2017

 (რეზონანსი) პორტუგალიაში ტყეში ხანძარს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 20 მძიმედ დაშავდა. მათგან ​უმრავლესობა კი ავტომობილებში დაიღუპა. მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეებიც.

ხანძრის ჩაქრობას 400 სახანძრო მანქანა და 1 500 მეხანძრე ცდილობს.

ადგილზე ჩავიდა პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელ რებელ დი სოზა.

ქვეყანაში ტყის ხანძარი ხშირია, განსაკუთრებით აგვისტოში, როცა მშრალი და ცხელი ამინდია. ამ დრომდე ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×