რეზონანსი
18.06.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, ერაყის არმიამ ქალაქ მოსულის ძველ უბანში იერიში დაიწყო. ეს მოსულში „ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო რაიონია.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმები დასავლეთით დაიძრნენ, ფედერალური პოლიცია კი სამხრეთისკენ გაეშურა. გაეროს მონაცემებით, მოსული ძველ უბანში 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოსულში 250-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათი ნაწილი საჰაერო იერიშებს და სარაკეტო დარტყმებს ემსხვერპლა, ნაწილი კი გაქცევის მცდელობისთვის ისლამისტებმა მოკლეს.

გაქცეულები, ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ყვებიან. მათი თქმით, მოსახლეობას სასმელი და საკვები აღარ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×