(რეზონანსი) „თანახმა ვართ, პატრიარქს ადვოკატების გარეშე შევხვდეთ. რადგან როცა მათთან ერთად შეხვედრას ვითხოვდით, ეგონათ, ადვოკატების გარეშე შეხვედრაზე უარს ვიტყოდით. როდესაც ადვოკატების გარეშე შეხვედრას დავთანხმდით, იმის მერე გვეუბნებიან, რომ პატრიარქი ხან თბილისშია, ხან ბობოყვათშია, ხან შეუძლოდაა. გვატყუებენ. ჯახის წევრები ვერ ვახერხებთ შეხვედრას", - აცხადებს დეკანოზ მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე.
ოჯახის ცნობით, მათ პატრიარქთან შეხვედრა შეწყალების მიზნით არ უნდათ, უბრალოდ სურვილი აქვთ პატრიარქი დეტალებზე ინფორმირებული იყოს და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს.
დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.