რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) პორტუგალიური სპორტული გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალის" დატოვება გადაწყვიტა.

ესპანეთის პროკურატურა ფეხბურთელს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. საუბარია 14.5 მილიონ ევროზე.

აღნიშნულ ბრალდებას რონალდუ კატეგორიულად უარყოფს და როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზის გამო „რეალის" დატოვება და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა საკუთარი სურვილის შესახებ, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საქმის კურსში უკვე ჩააყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×