რეზონანსი
16.06.2017

 (რეზონანსი) 12 ივნისის მაგივრად, აშშ-ის სახელმწიფო  მდივანმა რექს ტილერსონმა რუსეთის მოქალაქეებს „რუსეთის დღე" 15 ივნისს მიულოცა. მილოცვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„პრეზიდენტის და მთელი ამერიკელი ხალხის სახელით, გილოცავთ რუს ხალხს რუსეთის დღეს. დღეს ჩვენს ქვეყნებს აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. ვფიქრობ, რომ ამ მისიას, ჩვენ ყველაზე კარგად მაშინ ვასრულებთ, როცა ერთობლივად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას", - წერია მილოცვის ტექსტში.

რუსეთში „რუსეთის დღე" მეთხუტმეტედ აღინიშნა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ მათ შეიმუშავეს ახალი წესი და ახლა უკვე ოფიციალური მილოცვები ქვეყნების საელჩოების მეშვეობით გაიგზავნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×