რეზონანსი
15.06.2017

 (რეზონანსი) საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პოლიტიკის მეცნიერმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სახალხო განხილვებზე წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მმართველ გუნდშიც არ იყო შეთანხმებული.

„როგორც გაირკვა, ირაკლი კობახიძემ საერთო სახალხო განხილვაზე წარმოადგინა პროექტი,რომელიც შიგნით გუნდში არ იყო განხილული და შიგნით მოუწყვეს აჯანყება.საერთოდ გაურკვეველია რა წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ ახალგაზრდამ მოაწყო თავისი სადიპლომო ნაშრომის საერთო სახალხო განხილვა" , - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენების საფუძველი მმართველობითი სისტემის მოშლა და პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობაა.

„ბოლო პერიოდში რაც ხდება, ყველა ლოკალურ კრიზისს აქვს საერთო მახასიათებელი, ეს არის მმართველობითი სისტემის კოროზია. მმართველობით ვერტიკალს ეფექტურობა აქვს დაკარგული და უკვე უმართავი გახდა ეს პროცესი, არ ხდება კრიზისის მენეჯმენტი.აღარ ვიცი ჭკუა ვის მოეკითხება ამ ხელისუფლებაში" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×