რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს. 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე კვების ობიექტი განთავსდება. სამუშაოებს შპს „რესტა" ახორცილებს.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, მშენებლობაზე ნებართვა არ გაცემულა. შესაბამისად მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს. ხოლო ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია „რესტას" პლაჟის ნაწილი აუქციონის წესით გადაეცა.

„პროექტით გათვალისწინებულია ხის კონსტრუქცია, უბრალოდ წერტილოვან ჩასხმებს აკეთებენ, რაზეც უნდა აეწყოს ხის კონსტრუქცია", - აცხადებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×