რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და უყვიროდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი აქვს წარდგენილი.

სუბარის განცხადებით, მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მოუწოდებდა, რომ საჯაროდ გირგვლიანის საქმეზე კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ 2 საათში, იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ, თანამდებობები დატოვეს.

„სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩემს მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა. მე გავუთიშე ტელეფონი და შემდეგ ჩემი მძღოლის ტელეფონზე დამირეკა. სააკაშვილმა შენიშვნა მომცა, თუ რას ვლაპარაკობდი, ჩვენ პარაგვაი ხომ არ ვართო. ამ საუბრის შემდეგ დაახლოებით 2 საათში გაიმართა ბრიფინგი, სადაც თავისი ნებით გადადგნენ ახალაია, სანოძე და ა. შ. თუმცა, ამის შემდეგ დათა ახალაია პრაქტიკულად არაფორმალურად დაინიშნა კუდის ხელმძღვანელად", - განაცხადა სუბარმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 232-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×