რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) პლასტიკატის ბოთლების ეტიკეტზე დატანილია ინფორმაცია, რომელიც გატყობინებთ, კონკრეტულად, რომელი ტიპის პლასტიკატისგან არის ბოთლი დამზადებული.

იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი პლასტიკატი სხვადასხვა ხარისხისა და საფრთხის შემცველ ქიმიკატს გამოყოფს, ეს საზოგადოებისთვის ძალიან აუცილებელი ინფორმაციაა.

PET ან PETE - ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინაშეა ერთჯერადი გამოყენების ბოთლი. პლასტიკატმა, რომლისგანაც ასეთი ბოთლია დამზადებული, შეიძლება მძიმე მეტალები და ჰორმონალური დისბალანსის გამომწვევი ნივთიერებები გამოყოს.

HDP ან HDPE - ეს ძალიან კარგი ხარისხის, მყარი პლასტიკატია, რომელიც პრაქტიკულად, არავითარ მანვე ნივთიერებებს არ გამოყოფს, ამიტომ ეცადეთ, რომ წყალი მხოლოდ ამ ნიშნით დატანილ ბოთლებში შეიძინოთ.

PVC ან V - ამ მასალისგან დამზადებული ბოთლები, სულ მცირე, ორ საშიშ ქიმიკატს გამოყოფს და ორივე მათგანი ნეგატიურად აისახება ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე.

LDPE - ეს მასალა პლასტიკატის ბოთლებისა და პარკების დასამზადებლად გამოიყენება. ის არ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში, რომელსაც ინახავს, მაგრამ უსაფრთხო მხოლოდ წყლის შემთხვევაშია. ამ პლასტიკატში შეფუთული პროდუქტების ყიდვას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, საკვებთან ერთად, გულისთვის სახიფათო ქიმიკატებიც მიირთვათ.

PP - ეს თეთრი ან ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკატია, რომელიც, ძირითადად, იოგურტებისა და სიროფების შესაფუთად გამოიყენება. თერმოგამძლეა, გაცხელების დროს არ დნება და შედარებით უსაფრთხო პლასტიკატების რიცხვს განეკუთვნება.

PS - ხშირად გამოიყენება ყავის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად, თუმცა, გაცხელებისას საშიშ ქიმიურ მინარევებს გამოყოფს.

PS ან პლასტიკატი, რომელსაც სპეციალური ნიშანი არ გააჩნია - ეს პლასტიკატის ყველაზე საშიში ტიპია და სასმელი წყლის ბოთლებისა და კვების პროდუქტების კონტეინერების დასამზადებლად გამოიყენება. ასეთ შეფუთვაში წყლის ან საკვების შენახვა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის გამოყოფს ბისფენოლ A-ს - ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ენდოკრინულ სისტემას ანადგურებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×