რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ ღია კონკურსზე განაცხადი 7 მსურველმა შეიტანა.

სამეურვეო საბჭოს კანდიდატები არიან: დავით ცინცაძე - კინორეჟისორი, გიორგი იაკობაშვილი - ბიზნესინჟინერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, აკაკი გიგინეიშვილი - იურისტი, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალისტი; ია მამალაძე - ჟურნალისტი; მიხეილ მრევლიშვილი - ტელევიზიისა და კინოს რეჟისორი; ლელა ფირალიშვილი - ფიზიკოსი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი; პაატა სურგულაძე - აღმოსავლეთმცოდნე, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის ასპირანტი.

მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების მიღების ვადა 13 ივნისს ამოიწურა.

საკონკურსო კომისიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობს. კომისიამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, საიდანაც ერთი პარლამენტის წევრთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×