რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) ლევან მაყაშვილი სასამართლომ თავდებითა და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა. სპორტსმენის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და მალე სპორტს დაუბრუნდება.

„თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები. ამ ეტაპზე ესაა, რაც შემიძლია გითხრათ", - განაცხადა მაყაშვილმა.

მისი ადვოკატის, ლევან ნატალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასევე შეეფარდა გირაო, თუმცა მცირე რაოდენობით.

„ლევანი გაათავისუფლა სასამართლომ. იგი გათავისუფლებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, თავდებით და ასევე გირაოთი, რომელიც შეადგენს მცირე თანხას", - განაცხადა ნატალიშვილმა.

ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკაში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×