რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ოთხვარსკვლავიანი გენერლის, ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი, ვიდრე სარგებელი მიუღია.

„ამერიკის ხმის" ქართული ბიუროს ცნობით, ბრიდლავმა განაცხადა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ალიანსის მისიებში საქართველოს მონაწილეობა სამაგალითოა:

„სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი, ვიდრე სარგებელი მიუღია. იყო დრო, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი ავღანეთის მისიისთვის ვიცემეთაური რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად ქართველს შევარჩევდით", - აღნიშნა ბრიდლოვმა.

„ახლა ალიანსის ჯერია. იმ წევრებმა, რომლებიც ქართულ მიწაზე რუსული ჯარების ყოფნაზე ნერვიულობენ, უნდა მოიფიქრონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რასაც ჩვენ მისგან ვითხოვდით", - აღნიშნა გენერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×