რეზონანსი
14.06.2017

 (რეზონანსი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩამოსული მეწყერისგან გზა სრულად გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.

ამ დროისათვის დამატებითი გზის გაწმენდით სამუშაოები გრძელდება. მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა ასევე მთასვლელები რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება, წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისაგან ფერდების ჩამოსუფთავება.

6 ივნისს, მეწყრის შედეგად ჩაკეტილი თუშეთის გზის გასახსნელად დაგუბებული ტბა ააფეთქეს. გაწმენდითი სამუშაოების დროს კი შპს ,,გერალის" თანამშრომელი, 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×