რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) სიმსუქნის გლობალური ეპიდემია გრძელდება. ახალი კვლევებით, დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი, მსოფლიოს მოსახლეობის 30 % ჭარბწონიანია. ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი" წერს.

მედიცინის სასწავლო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედს, მათ შორის ბავშვებს და მოზარდებს ჭარბი წონის პრობლემა აწუხებთ. კვლევებით, სიმსუქნეს ძირითად შემთხვევებში იწვევს დიაბეტის ტიპი 2, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია და ონკოლოგიური დაავადებები.

კვლევაში 195 ქვეყნის მონაცემებია შესული და შედარებულია ჭარბწონიანობის პრობლემის მასშტაბები 1980 წლიდან 2015 წლამდე. მეცნიერების მტკიცებით, 2015 წელს 107 მილიონი ბავშვი და 603 მილიონი მოზარდი იყო ჭარბწონიანი. 2015 წელს გარდაცვლილი 4 მილიონი ადამიანიდან, 1/3-ს სიმსუქნის პრობლემა ჰქონდა და 2/3-ზე მეტს გულის დაავადებები აწუხებდა.

1980 წლიდან სიმსუქნე 70 ქვეყანაში გაორმაგდა. ამ პრობლემის ზრდა განსაკუთრებით ბავშვებში შეინიშნება. გამოცემა „თაიმსი" წერს,რომ ჭარბწონიანობის პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი სწრაფი კვების ობიექტების მომრავლება და ნახევრად დაუმუშავებელი საკვების მიღებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×