(რეზონანსი) პერუში ეპილეფსიით, ტუბერკულოზით და სხვა დაავადებებით გამოწვეულ დეპრესიას მარიხუანას ზეთით მკურნალობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი" ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, 43 წლის სტომატოლოგიური ტექნიკოსი, ანა ალვარეში ლიმაში ცხოვრობს. ის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აქტიური მხარდამჭერი მისი შვილის მძიმე მდგომარეობის გამო გახდა. ანა ალვარეში თავის შვილს, კრუნჩხვებისას და აუტანელი ტკივილებისას მარიხუანას ზეთით მკურნალობს. მან ამ ხერხს პირადი ინიციატივით მიმართა და მოგვიანებით აღმოაჩინა,რომ მარიხუანა გაფანტულ სკლეროზს და სხვა დაავადებებსაც შველის.
ანას ვაჟს, 17 წლის ანტონს ეპილეფსია აქვს. მან დეპრესიის გამო, თავის მოკვლა რამდენიმეჯერ სცადა, რამაც ოჯახი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩააგდო.
ანტონი რამდენიმე დასახელების ფსიქოტროპულ პრეპარატს იღებდა,თუმცა მკურნალობა ეფექტიანი არ იყო. მარიხუანას ზეთის მიღებიდან 3 დღის შემდეგ კი ანტონი გახალისდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა დაიწყო. მას აღარ აწუხებდა უძილობა, დაიწყო ჭამა.
„ანტონის ცვლილება სამი დღის შემდეგ იყო რაღაც განსაკუთრებული. მე ამ მომენტიდან დავიწყე ბრძოლა" , - ამბობს პაციენტის დედა, ანა ალვარეში.