რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორიის აშენება იგეგმება. ასტროფოტოგრაფი და „რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, რომ პირველი კერძო ობსერვატორია ბაზალეთში იქნება და სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. დავით დვალმა პროექტის განხორციელებისთვის ბათუმში საკუთარი ბინა და კომერციული ფართი გაყიდა.

„რამდენიმე წელია, რაც ასტროფოტოგრაფიით დავინტერესდი. პირველი წელი თბილისიდან ვიმუშავე. დიდი ქალაქიდან ცის გადაღება ძალიან რთული ამოცანაა,ყველაფერი ხელს გიშლის, განათება, სმოგი, ჰაერის ტურბულენტობა. „GeoAstro" ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ დავიწყეთ ქალაქგარეთ, ბნელი ადგილებიდან გადაღება.ბაზალეთი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა ამ მხრივ" , - ამბობს დავით დვალი.

დვალის თქმით, ბაზალეთის ობსერვატორიაში 6 სადგარი და ტელესკოპი განთავსდება. ობსერვატორიაში შესაძლოა ექსკურსიები და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც მოეწყოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×