რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი)კრიმინალურმა პოლიციამ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბიზნესმენი გაიტაცეს, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით,ბიზნესმენი,რომელსაც ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ, სამშენებლო კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი, გივი ჯიბლაძე იყო.

გივი ჯიბლაძის თქმით, ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ 4 გამტაცებელი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, მათ თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად დღეს დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×