რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) ვენესუელაში აქციის მონაწილეებმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის შენობა დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters"-ი ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, დაახლოებით 80-მდე ადამიანი სასამართლოს თავს დაესხა და შენობა შიგნიდან დაწვა.შენობაში შეღწევის მცდელობა დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა. სასამართლოს ადმინისტრაციაში ამ დროს, 2 500 თანამშრომლომელი და პროცესებზე დამსწრე პირი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია მსხვერპლის გარეშე მოხერხდა.

ვენესუალას სასამართლო მხარდაჭერას უცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ყველა მოქმედებას. სასამართლომ კანონიერად ცნო მადუროს გადაწყვეტილება, ოპოზიციური წევრების უმრავლესობისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის დათხოვნის თაობაზე.

დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პოლიციასთან შეტაკებებში 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მოზარდები.

ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა,რომ შეცვალოს სახელმწიფო წყობა და 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა შექმნას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×