რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, 3945 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

5 თვის განმავლობაში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 29 %-ით მეტი, 1003 მილიონი აშშ დოლარი იყო. იანვარ-მაისში იმპორტი კი 2941 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×