რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) სააპელაციო სასამართლომ დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა და ორივე რეპერი დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ბირჟა მაფიის" წევრები 50 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

რეპერმა გიორგი ქებურიამ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა;

„პოლიციელებმა გვითხრეს, როდესაც დაგვაკავეს, რომ ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით პოლიციის გაშარჟებისთვის" .

გიორგი ქებურიას თქმით, მან ბრალი იმიტომ აღიარა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ნარკოტიკის ჩადების ფაქტს, ქებურიამ აღნიშნა, რომ ფიზიკურად ნარკოტიკის ჩადება მასთან მიმართებაში არ ყოფილა, უბრალოდ მოხდა საბუთების გაყალბება.

„მე ნარკოტიკული საშუალება თვალით არ მინახავს. არ მომხდარა ნარკოტიკის ჩადება ჩემთვის ჯიბეში. ეს უბრალოდ საბუთებში გაფორმდა", - აღნიშნა ქებურიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×