რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მიმართულებით საავტომობილო გზა ჩაანგრია, რის შედეგადაც ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.

უფლისციხის ციხე-ქალაქის დასათვალიერებლად ჩასულ ვიზიტორებს გარკვეული მანძილის გავლა ფეხით უხდებოდათ. გორის მუნიციპალიტეტების გამგეობამ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან და გზების დეპატრამენტთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. ამ დროისთვის მოწყობილია დროებითი გადასასვლელი და ტრანსპორტის გადაადგილება აღდგა, თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩასატარებელია კაპიტალური სამუშაოები, რის თაობაზეც მოგვიანებით ტენდერი გამოცხადდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×