რეზონანსი
10.06.2017

 (რეზონანსი) ანგელა მერკელი აღნიშნავს,რომ ევროკავშირი „ბრექსიტის" შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია და ტერეზა მეის პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა.

კანცლერის თქმით, იმედი აქვს,რომ 19 ივნისს მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ბრიტანეთი კარგ პარტნიორად დარჩება.დიდი ბრიტანეთის არჩევნების შემდეგ, ეს ანგელა მერკელის პირველი კომენტარი იყო. ამის შესახებ „BBC"-ი იუწყება.

ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა უმრავლესობა დაკარგეს. არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა „კონსერვატორების" პარტიამ მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია, რომელმაც 42% მოაგროვა და პარლამენტში 30 ადგილით მეტს დაიკავებს.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველ „კონსერვატიულ პარტიას" 650 ადგილიდან 315 ადგილი ექნება, „ლეიბორისტებს" - 261, შოტლანდიელ „ნაციონალისტებს" - 35, „ლიბერალ-დემოკრატებს" კი - 12. კონსერვატორებს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობისთვის 326 ადგილი სჭირდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×